საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კარლეპონში სულ მცირე 21 ადამიანი მოიწამლა მხუთავი გაზით, CO-თი.
სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, ხალხმა თავი შეუძლოდ იგრძნო ქალაქის მთავარ ტაძარში, საშობაო მესის დროს.
მაშველებმა ტაძრიდან 150 ადამიანი გაიყვანეს. 21 ჰოსპიტალიზებულია. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. პროკურატურა იძიებს, როგორ მოხდა ტაძარში მხუთავი გაზის გაჟონვა.
დაწერეთ კომენტარი