Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის და რკონის ხეობებში ხანძარს 150-ზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენები აქრობენ


ატენის ხეობის სოფელ ორმოცთან მდებარე ტყეში გრძელდება ხანძრის ჩაქრობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით, 5 კერიდან 4 ლიკვიდირებულია და დარჩენილია რთულ რელიეფზე მდებარე კერა, სადაც 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

ხანძარს ვერტმფრენიდან აქრობენ რკონის ხეობაშიც, სადაც 100 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ატენის ხეობაში ხანძარი 24 დეკემბერს, ხოლო რკონის ხეობაში 25 დეკემბერს გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG