Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგო ნაპოვნია


პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული 16 წლის გოგოს ადგილსამყოფელს მიაკვლია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, არასრულწლოვანი კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა.

16 წლის გოგო, რომელიც გორში არსებული მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია, 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ არასრულწლოვნის მოძებნა პირველ დღეებში თავად სცადა, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. სამართალდამცავებმა ძებნა 26 დეკემბერს დილით დაიწყეს. შსს-ს ინფორმაციით, გოგოს ადგილსამყოფელს 26 დეკემბერს, დღის ბოლოს მიაკვლიეს.

16 წლის გოგო მცირე საოჯახო სახლში ოჯახური ძალადობის ფაქტის შემდეგ გადაიყვანეს. ძალადობის გამო დაკავებულია მისი მამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG