Accessibility links

logo-print logo-print

ავიაკომპანია Lufthansa-ს ბორტგამცილებლები ახალი გაფიცვისთვის ემზადებიან


ამ წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ გაიფიცებიან გერმანული ავიაკომპანიის, Lufthansa-ს ბორტგამცილებლები. ინფორმაცია სააგენტო DPA-ს დაუდასტურა ბორტგამცილებელთა პროფკავშირის Ufo-ს წარმომადგენელმა. გაფიცვის ზუსტი დრო 27 დეკემბერს, საღამოს გამოცხადდება.

ბორტგამცილებლები ხელფასის გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროფკავშირმა გამაფრთხილებელი გაფიცვა შემოდგომაზეც გამართა. ნოემბრის დასაწყისში, გაფიცვის გამო გაუქმდა 1500-მდე ავიარეისი. დაზარალდა 200 ათასამდე მგზავრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG