Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15-მდე გაიზარდა ყაზახეთში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ალმატის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 14 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ყაზახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ტლეუხან აბილდაევმა. მისი ინფორმაციით, საავადმყოფოებში მოათავსეს 66 დაშავებული. მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

27 დეკემბერს დილით, ალმატის აეროპორტში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 95 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

აეროპორტიდან აფრენისას ავიალაინერმა სიმაღლე დაკარგა, ბეტონის ღობე გაანგრია და ორსართულიან ნაგებობას შეეჯახა. ავიაკომპანია Bek Air-ის თვითმფრინავი Fokker 100 ალმატიდან ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიფრინავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG