Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აშშ-ისგან „ჯაველინების“ მორიგ პარტიას მიიღებს


უკრაინელი ჯარისკაცი "ჯაველინის" სარაკეტო სისტემის აღლუმზე
უკრაინელი ჯარისკაცი "ჯაველინის" სარაკეტო სისტემის აღლუმზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანატოლი პეტრენკო აცხადებს, რომ კიევმა ახლახან მოაწერა ხელი კონტრაქტს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგი სარაკეტო დანადგარის „ჯაველინების“ მორიგი პარტიის შეძენასთან დაკავშირებით.

26 დეკემბერს გამოსვლის დროს, პეტრენკომ განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში „ჯაველინებთან“ დაკავშირებით ხელი მოეწერა სამ კონტრაქტს, აქედან ორი გაფორმდა აშშ-ის მთავრობასთან საერთაშორისო სამხედრო ვაჭრობის პროგრამის ფარგლებში, ერთი - ნატოს შესყიდვებისა და მომარაგების სააგენტოსთან.

ოქტომბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა უკრაინისათვის 38,2 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის, „ჯაველინების“ მეორე პარტიის, მიყიდვა. მსოფლიში ცნობილი ანტისატანკო სარაკეტო სისტემა მიზნად ისახავს უკრაინის არმიის თავდაცვის გაძლიერებას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ ხუთწლიან ომში.

ახალი კონტრაქტების თანახმად, უკრაინა მიიღებს დამატებით კიდევ „ჯაველინის“ 10 გამშვებ დანადგარს და 150 ერთეულ რაკეტას. ეს დაემატება უკრაინის შეიარაღებაში არსებულ „ჯაველინის“ტიპის 210 რაკეტას და 37 გამშვებს, რომლებიც აშშ-მა 2018 წელს მიაწოდა კიევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG