Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროში ვნებათაღელვა გამოიწვია რელიგიური ორგანიზაციების შესახებ მიღებულმა კანონმა


დაპირისპირება მონტენეგროს პარლამენტში
დაპირისპირება მონტენეგროს პარლამენტში

მონტენეგროს პარლამენტის დეპუტატებმა პარასკევს კენჭი უყარეს სადავო კანონპროექტს რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქონებას. კანონის მიღებას თან სდევდა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი და მათი დაკავება.

„რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ კანონი“ ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციების ხელთ არსებული იმ ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებას, რომლებიც მათ არ ეკუთვნოდათ 1918 წლის 1 დეკემბრამდე.

ამ დღეს მონტენეგრო შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შემადგენლობაში.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ კანონი მის წინააღმდეგ არის მიმართული და დისკრიმინაციულს უწოდებს, რადგან შიშობს, რომ მის საფუძველზე ჩამოართმევენ მონტენეგროს ტერიტორიაზე არსებულ მონასტრებსა და ტაძრებს.

მონტენეგროს მთავრობაში ასეთ განზრახვას უარყოფენ. მაგრამ მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითზე მხარს უჭერს მონტენეგროს დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას.

მონტენეგროს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1993 წელს, უფრო ადრე, ვიდრე სერბია და მონტენეგრო გაიყოფოდნენ. მაგრამ მონტენეგროში ძლიერია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები, ხოლო მონტენეგროს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ უღიარებიათ სხვა დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიებს. პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი აცხადებს, რომ შეეცდება, ხელი შეუწყოს მონტენეგროს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG