Accessibility links

logo-print logo-print

2019 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება 525 მილიონი დოლარით გაიზარდა


ბიძინა ივანიშვილი

BLOOMBERG-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მიმდინარე 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება 525 მილიონი დოლარით გაიზარდა.

BLOOMBERG-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით 371-ე ადგილს იკავებს. მილიარდერთა სიაში სულ 500 კაცია.

მილიარდერთა 2019 წლის რეიტინგის მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ქონება 5,52 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ სიაში ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი მილიარდერია საქართველოდან.

BLOOMBERG-ის მილიარდერების ინ​დექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი იყო 2013 წელს და 6,40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ბლუმბერგს დათვლილი აქვს ისიც, თუ რისი შეძენა შეიძლება ივანიშვილის ქონებით. სია კი ასეთია: 4.47 მილიონი უნცია ოქრო და 104 მილიონი ბარელი გადაუმუშავებელი ნავთობი. ივანიშვილის ქონება აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.0307%-ს შეადგენს.

* შენიშვნა: სტატიის სათაური განახლებულია. თავდაპირველ ვერსიაში ეწერა "2019 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება 570მილიონი დოლარით გაიზარდა"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG