Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად


ავიაკატასტროფის ადგილი ალმათის აეროპორტის მახლობლად
ავიაკატასტროფის ადგილი ალმათის აეროპორტის მახლობლად

ყაზახეთში 12 ადამიანი, მათ შორის ხომალდის მეთაური, დაიღუპა ავიაკომპანია Bek Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთლიანად ავარიის შედეგად დაშავდა 49 კაცი.

თვითმფრინავი Fokker-100-ი ალმათიდან დედაქალაქ ნურ-სულთანისკენ ასრულებდა რეისს, როდესაც აფრენისთანავე დაკარგა სიმაღლე, გაანგრია ბეტონის ნაგებობა და ჩავარდა საცხოვრებელ რაიონში. კატასტროფამდე მფრინავმა ვერ შეძლო უბედურების სიგნალის მიწოდება.

დაღუპულთა შორის აღმოჩნდა Informburo.kz-ის ჟურნალისტი, დანა კრუგლოვა და ყაზახეთის გენერალთა საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის გენერალ-მაიორი, რუსტემ კაიდაროვი.

ავიაკატასტროფის შედეგად 28 დეკემბერი ყაზახეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG