Accessibility links

logo-print logo-print

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ


ირანელი მეზღვაურები მიესალმებიან რუსულ სამხედრო ფრეგატს ომანის ყურეში

ირანის საზღვაო ფლოტი მონაწილეობს რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მხარდამხარ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ არეალში მიმდინარე პირველ ერთობლივ სამხედრო მანევრებში. „სწავლების მთავარი გზავნილია მშვიდობა, მეგობრობა და ერთობისა და თანამშრომლობის გზით მყარი უსაფრთხოების მიღწევა... სწავლება ასევე ცხადყოფს, რომ ირანის იზოლაცია შეუძლებელია“, - განაცხადა ირანულ სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში ირანის სამხედრო ფლოტის ადმირალმა, გოლამრეზა ტეჰანიმ.

რუსეთმა ერთობლივ წვრთნას უწოდა საზღვაო თანამშრომლობის „უპრეცედენტო“ მაგალითი. პეკინმა და თეირანმა მანამდე განაცხადეს, რომ ერთობლივი მანევრები 27-30 დეკემბრის ფარგლებში ინდოეთის ოკეანეში, კერძოდ, ომანის ყურესა და პაკისტანის საზღვართან ახლოს იმართება და მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშნელოვანი რეგიონის საზღვაო მარშრუტებზე უსაფრთხოების ხარისხის გაძლიერებას.

ერთობლივი სწავლებების ფონია უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები ვაშინგტონსა და თეირანს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG