Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ერთკაციანი პიკეტები


აქტივისტების დაკავება მოსკოვში 27 ივლისს
აქტივისტების დაკავება მოსკოვში 27 ივლისს

მოსკოვში პუშკინის მოედანზე გაიმართა ერთკაციანი აქციები, რომლის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ პოლიტპატიმრებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათვისუფლონ „მოსკოვის საქმისა“ და სხვა რეზონანსული პროცესების დროს დაკავებული თუ მსჯავრდებული პირები.

„მოსკოვის საქმე“ - ესაა 27 ივლისის მიტინგზე ვითომცდა „მასობრივი ძალადობის“ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს 1388 კაცი, მათ შორის, 76 არასრულწლოვანი.

შაბათის პიკეტებში მონაწილეობას იღებდა „მოსკოვის საქმის“ ყოფილი ფიგურანტი, უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სტუდენტი, ეგორ ჟუკოვი, რომელსაც ექსტრემიზმისკენ მოწოდებისთვის პირობითი მსჯავრი დაედო.

ჟუკოვს ხელთ ეპყრა პლაკატი წარწერით: „მე სამი წლით პირობითი პატიმრობა მომისაჯეს ამ რეჟიმზე მართლის თქმის გამო“.

რამდენიმე თვეა მოსკოვში ყოველ პარასკევს იმართება ე.წ. მეტროპიკეტები. სამოქალაქო აქტივისტები მეტროპოლიტენის სადგურების წინ დგებიან და საპროტესტო პლაკატებით ცდილობენ მგზავრების ყურადღების მიპყრობას.

პუშკინის მოედანზე აქტივისტებმა დადგეს ნაძვის ხის მსგავსი კარვის ინსტალაცია, რაზეც სათამაშოების ნაცვლად ჩამოკიდებულია პლაკატები იმ ადამიანების სახელებით, რომლებსაც აქტივისტები პოლიტპატიმრებს უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG