Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბიბილოვს - მომავალ წელს ორმხრივ ურთიერთობას გავაძლიერებთ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ახალი წელი მიულოცეს და მომავალი წლიდან „ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას“ დაჰპირდნენ. ამის შესახებ ოსური სააგენტო „რესი“ წერს.

ვლადიმირ პუტინმა თავის წერილში განაცხადა: „ვიმედოვნებ, რომ დამდეგ წელს განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გასაზრდელად სხვადასხვა მიმართულებებით“, და დასძინა - „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე“.

დმიტრი მედვედევის წერილში კი ნათქვამია, რომ „რესპუბლიკისთვის მასშტაბური დახმარება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება გაგრძელდება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG