Accessibility links

site logo site logo

კიევმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დაიწყეს პატიმრების გაცვლის პროცესი


პატიმართა გაცვლის პროცესი "მაიორსკოესთან"

უკრაინის ხელისუფლებამ და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა კვირას დაიწყეს პატიმრების გაცვლის პროცესი საკონტროლო გამშვებ პუნქტ „მაიორსკოესთან“.

დონბასელი სეპარატისტები, გავრცელებული ცნობით, უკრაინულ მხარეს გადასცემენ 55 კაცს.

მაგრამ როგორც უკრაინის ობმუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს, კიევი მოელის, რომ პატიმართა გაცვლის პროცესში უკრაინას გადაეცემა 80 კაცი.

თავის მხრივ, კიევი კი მზად არის, სანაცვლოდ გაათავისუფლოს 87, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ბრალდებული, პირი.

ფორმატით „ყველა ყველაზე“ პატიმრების გაცვლაზე შეთანხმებას უკრაინამ და რუსეთმა 9 დეკემბერს მიაღწიეს, პარიზში გამართული სამიტის დროს, რომელშიც გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მონაწილეობდნენ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს, ეს პატიმართა გაცვლის მეორე შემთხვევაა.

მანამდე, 7 სექტემბერს, უკრაინამ და რუსეთმა გაცვალეს 70 პატიმარი.
მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა დაძაბულია 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა დაიკავა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, ყირიმის ნახევარკუნძული და მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტულ ძალებს. მას მერე ამ კონფლიქტმა 13 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG