Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 17 კაცი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


ადგილობრივი სახალხო ლაშქრის 17 წევრი დაიღუპა კვირას, ავღანეთის დასავლეთ თახარის პროვინციაში, თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თალიბების სავარაუდო სამიზნე იყო სახალხო ლაშქრის მეთაური, რომელიც თავდასხმას გადაურჩა.

ასევე თალიბები იდგნენ შაბათს მომხდარი იმ თავდასხმის უკან, რომელსაც 10 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა ჰელმანდის პროვინციაში.

თალიბებმა წლის ბოლოს მთელი ავღანეთის მასშტაბით გააძლიერეს სამხედრო ბაზებზე თავდასხმა.

გასულ კვირაში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 6 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა ბალხის პროვინციაში. ორშაბათს კი ყუნდუზის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით ექსტრემისტებმა ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.

ასევე დაჯგუფება თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დანაღმული ავტომანქანებით 11 დეკემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე აშშ-ის ბაგრამის სამხედრო ბაზაზე, რასაც სულ მცირე ორი ავღანელი სამოქალაქო პირი შეეწირა.

საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს მსუბუქად დაიჭრა ბაგრამის ბაზაზე სამშვიდობო მისიით მყოფი ქართული ქვედანაყოფის ხუთი ქართველი ჯარისკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG