Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია სამეგრელოში გარდაცვლილი ქალის მეუღლე


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შსს იძიებს დაკავებულის მეუღლის, ეკა მიქავას სიკვდილის გარემოებებს. ის ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა ოჯახის წევრებს სუიციდის ვერსიის არ სჯერათ. გარდაცვლილის მამის და ძმის ცნობით, ეკა მიქავაზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა. მათივე ცნობით, ცხედარს მძიმე დაზიანებების კვალი აღენიშნება, რაც ოჯახს უჩენს ეჭვს, რომ ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG