Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკმა „თავხედური ტყუილი“ უწოდა პუტინის სიტყვებს


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

პოლონეთის ექსპრემიერი და ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი მოუწოდებს პოლონეთის ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ერთიანი პოზიცია დაუპირისპირონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „თავხედურ ტყუილს“.

„პრეზიდენტ პუტინის თავხედურ ტყუილს და რუსულ პროპაგანდას საჭიროა პოლონეთის ხელისუფლების და ოპოზიციის ერთიანი პოზიცია დაუპირისპირდეს. შიდა კამათისათვის არც ადგილია და არც დრო“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტუსკმა, რომელიც ამჟამად ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეა.

როგორც იუწყებიან, უახლოეს დღეებში პოლონეთში გამოქვეყნდება ქვეყნის პრეზიდენტთან შეთანხმებული პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადება მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებზე ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელ შეფასებებთან დაკავშირებით.

ვლადიმირ პუტინმა წლის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთი თავად მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში. „შევიდა ორ რაიონში - ტეშინსკისა და კიდევ მეორე რაიონში. და მორჩა, მიიტაცა ისინი. მზად იყვნენ აგრესიისთვისაც. ამისთვის მთელი დაჯგუფება ჰქონდათ შექმნილი. მაგრამ არ დასჭირდათ, რადგან ჩეხოსლოვაკია, უბრალოდ, დანებდა ამ ზეწოლას და დათმო ეს ტერიტორია“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა „ნაძირალა და ანტისემიტი ღორი“ უწოდა ნაცისტურ გერმანიაში პოლონეთის მაშინდელ ელჩს, იოზეფ ლიპსკის, რომელმაც მხარი დაუჭირა ადოლფ ჰიტლერის იდეას პოლონელი ებრაელების აფრიკაში გასახლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG