Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს


სლომე ზურაბიშვილის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობის დღესასწაულზე გამოსცემს პატიმართა შეწყალების აქტს. ამის შესახებ 29 დეკემბერს განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში. მანამდე საქართველოს პრეზიდენტები შეწყალების აქტს ტრადიციულად ახალი წლის წინ გამოსცემდნენ. მაგრამ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამჯერად „ამ პერიოდში ეს არ იგეგმება“ და „პატიმართა ნაწილის შეწყალება მხოლოდ შობის წინ მოხდება.“

რაც შეეხება ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხს, ჯერჯერობით უცნობია, შეიწყალებს თუ არა მას პრეზიდენტი.

31 ოქტომბერს სინოდმა განაჩინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ მამალაძე მკვლელობას ანგარებით ამზადებდა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. მისი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად სდებს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG