Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთთან ურთიერთობის თემაზე მინსკში კიდევ ერთი დემონსტრაცია გაიმართა


ბელორუსის ასამდე მოქალაქე მონაწილეობდა მინსკის ცენტრში გამართულ საპროტესო დემონსტრაციაში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას გამოეხმაურა.

ბოლო თვეში ამ თემაზე გამართული უკვე მეხუთე დემონსტრაციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს ოქტომბრის მოედნიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე და ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს ფოსტის მთავარი შენობის გარშემო.

პოლიცია ადგილზე იყო, მაგრამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არ უმოქმედია. დეკემბერში ადრე გამართული დემონსტრაციების დროს ხალხი დააკავეს.

ამ დემონსტრაციის დროს, რომელიც ყინვაში გაიმართა, ნაკლები ხალხი გავიდა ქუჩაში, ვიდრე წინა საპროტესტო აქციების დროს. ერთ-ერთ ასეთ დემონსტრაციაში ათასამდე პირი მონაწილეობდა.

არასანქცირებული გამოსვლები მოჰყვა ბელორუსის და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებებს, რომელიც დაემთხვა 1999 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-20 წლისთავს. დოკუმენტი გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს.

ლუკაშენკოს და პუტინის მოლაპარაკებას სირთულეები შეექმნა, როცა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობა თანასწორუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს.

მინსკი ძლიერაა დამოკიდებული რუსეთის იაფ ნავთობსა და ყოველწლიურ სუბსიდიებზე. მოსკოვი ზეწოლას ახორციელებს მინსკზე სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში მეტი ინტეგრაციის მისაღწევად.

გაჩნდა იმის ნიშნები, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ 2014 წელს და დონბასელი სეპარატისტებისთვის მხარდაჭერამ დააშინა ლუკაშენკო და მისი მთავრობა და ისინი ცდილობენ, შეამცირონ რუსეთზე დამოკიდებულების მოცულობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG