Accessibility links

logo-print logo-print

საახალწლო მიმართვის წინ პუტინმა მინიმალური ხელფასი გაზარდა


31 დეკემბერს რუსი ხალხისადმი საახალწლო მიმართვის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონთა რიგს, რის შედეგადაც გაისად გაიზრდება რუსეთის მოქალაქეთა მინიმალური ხელფასი 7,5 პროცენტით, ანუ 195 დოლარამდე.

კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ ითვალისწინებს, რომ ეს თანხა არა მხოლოდ უნდა გაუტოლდეს საცხოვრებელ ხარჯებს მომავალი წლის მეორე კვარტალში, არამედ შეიძლება აღემეტებოდეს კიდეც მას.

ევროკავშირის სტატისტიკური უწყების თანახმად, ყველაზე მცირე თვიური მინიმალური ხელფასი ბულგარეთში აქვთ და ის 320 დოლარს უდრის. ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ლუქსემბურგშია და მისი ოდენობა 2320 დოლარია.

პუტინმა ხელი მოაწერა ასევე კანონს, რომელიც აეროპორტებში თამბაქოს მოწევის ნებართვას იძლევა ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG