Accessibility links

logo-print logo-print

რუსი მილიარდერები 2019 წელს 21%-ით გამდიდრდნენ


Louis Vuitton-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო

2019 წელს რუსი მილიარდერების მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა 21%-ით, ხოლო მათი მთლიანი ქონება ამ ეტაპზე შეადგენს 51 მილიარდ დოლარს. ეს მონაცემები გამოაქვეყნა Bloomberg-მა. სააგენტო ამას ხსნის რუსეთის ეკონომიკის „აღდგენითი ზრდით“.

მსოფლიოში 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება გაიზარდა 25%-ით, თითქმის 6 ტრილიონ დოლარამდე. ყველაზე მეტად გამდიდრდა Louis Vuitton-ის პრეზიდენტი, ბერნარ არნო, რომლის ქონება წლის განმავლობაში 36,5 მილიარდით გაიზარდა. თავის ქონებას 27 მილიარდი დოლარი დაამატა ფეისბუკის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა. Microsoft -ის თანადამაარსებელმა, ბილ გეიტსმა - 23 მილიარდი.


500-დან 52 მილიარდერის კაპიტალი შემცირდა. ყველაზე დიდი ზარალი ნახა Amazon-ის დამაარსებელმა, ჯეფ ბეზოსმა, რომელსაც 9 მილიარდი დოლარი დააკლდა, რასაც Bloomberg-ი სკანდალურ განქორწინებას უკავშირებს, რის ფონზეც Amazon-ის აქციები დაეცა.

აშშ კვლავაც პირველია მილიარდერების რაოდენობით, მათი რიცხვი 172-ია. მათი ქონება 2019 წელს 500 მილიარდი დოლარით გაიზარდა. აშშ-ის მოსახლეობის უმდიდრესი 0,1 პროცენტი აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს წილს 1929 წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG