Accessibility links

logo-print logo-print

ხორვატიის სასამართლომ ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს


ივო სანადერი

ქალაქ ზაგრების სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივო სანადერს, პოსტზე ყოფნის დროს, ერთ-ერთი ნავთობკომპანიისგან მრავალი მილიონის ოდენობის ქრთამის აღებისთვის.

სასამართლოს თანახმად, სანადერმა10 მილიონი ევროს მოცულობის ქრთამის სანაცვლოდ, უნგრულ ნავთობკომპანია MOL-ს 10 წლის წინ ხორვატიის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის აქციათა დიდი პაკეტი გადასცა.

თუ სასამართლო ვერდიქტი შემდგომი ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა, სანადერს ხელისუფლებისთვის 10 მილიონი დოლარის დაბრუნება მოუწევს.

ზაგრების სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა „მოლის“ აღმასრულებელ დირექტორს, ზსოლტ ჰერნადის. ვერდიქტის გამოცხადების დროს არცერთი განსასჯელი სასამართლოს შენობაში არ იმყოფებოდა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოსცა დაპატიმრების ორდერი, რომელშიც უნგრეთს „შესაბამისი მოქმედებისკენ“ მოუწოდებს.

66 წლის სანადერი, 2003-2009 წლებში ხორვატიის პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, საპატიმროში უკვე იმყოფება, 2018 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. მას ორ-ნახევარი წელი აქვს მისჯილი ომის დროს გამდიდრებისა და Hypo Bank-ისგან 570 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის მიღებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG