Accessibility links

logo-print logo-print

მაიკ პომპეო ახალ წელს უკრაინას, ბელარუსსა და ცენტრალური აზიის ორ რესპუბლიკას ესტუმრება


მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ახალი წლის პირველ რიცხვებში ხუთდღიან ტურნეს იწყებს, რომლის განმავლობაში ოთხ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ესტურება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეო 3 იანვარს თავდაპირველად უკრაინაში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება პოლიტიკური საკითხების გარშემო, ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაციიის ლიდერებთან ერთად იმსჯელებს ადამიანის უფლებებზე.


მოელიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი, - ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.

კიევიდან მაიკ პომპეო 4 იანვარს გაემგზავრება მინსკში და იქ შეხვდება ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც დასავლეთში „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ სახელით არის ცნობილი. პომპეო იქნება მეორე მაღალი რანგის ამერიკელი მოხელე, უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის შემდეგ, რომელიც აგვისტოში იმყოფებოდა ბელარუსში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობის თანახმად, მაიკ პომპეო ხაზს გაუსვამს ვაშინგტონის ერთგულებას დამუკიდებელი, სტაბილური და აყვავებული ბელარუსის მიმართ და „დაადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისა და შემდგომი განვითარების სურვილს.“

ბელარუსი მძლავრად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობზე, ხოლო ორ ქვეყანას 1999 წელს ხელი აქვთ მოწერილი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შეთანხმებაზე.

მინსკიდან მაიკ პომპეო გამეგზავრება ცენტრალურ აზიაში, ესტუმრება ყაზახეთსა და უზბეკეთს, ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლებსაც რუსეთი მიიჩნევს თავის მტკიცე პარტნიორებად რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG