Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროირანული დაჯგუფება შურისძიებით იმუქრება აშშ-ის ავიადარტყმების პასუხად


"ხატაიბ ჰიზბალაჰის" ერთ-ერთი განადგურებული ობიექტი ერაყში
"ხატაიბ ჰიზბალაჰის" ერთ-ერთი განადგურებული ობიექტი ერაყში

ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაიფიცა, რომ შურს იძიებს აშშ-ის ავიაციის მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებული იერიშების გამო, რასაც 25 ექსტრემისტი შეეწირა.

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა 29 დეკემბერს „უზუსტესი პრევენციული დარტყმები“ განახორციელეს „ხატაიბ ჰიზბალაჰის“, იგივე ხატაიბის ბრიგადის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე ერაყსა და სირიაში.

ერაყის დროებითმა მთავრობამ, რომელიც პრემიერ-მინსტრ ადილა აბდულ-მაჰდის გადაყენების შემდეგ, მართავს ქვეყანას, 30 დეკემბერს განაცხადა, რომ შესაძლოა „გადასინჯოს“ ურთიერთობა აშშ-თან.

„ამერიკის სარდლობა მოქმედებდა საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან და არა ერაყელების ინტერესებიდან გამომდინარე“, - მოჰყავს სააგენტო „ფრანს პრესს“ ერყის მთავრობის სიტყვები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს „დაუშვებელი“ და „კონტრპროდუქტიული“ უწოდა აშშ-ის მიერ განხორციელებულ საავიაციო იერიშებს.
"მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი შეიკავონ შემდგომი ნაბიჯებისაგან, რასაც მალე შეუძლია მადესტაბილიზაებელი გავლენის მოხდენა ერაყის, სირიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების სამხედრპ-პოლიტიკურ ვითარებაზე“, - განაცხადა რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ.

პენტაგონმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ პროირანულ დაჯგუფებაზე საავიაციო დარტყმა გამოიწვია „ხატაიბ ჰიზალაჰის“ მიერ ერაყის არმიის სამხედრო ბაზაზე მანამდე განხორციელებულმა არაერთმა თავდასხმამ.

27 დეკემბერს ერთი ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა ექსტრემისტების მხრიდან ქალაქ ქირქუკის მახლობლად მდებარე ერაყის სამხედრო ბაზის სარაკეტო დაბომბვის შედეგად. პენტაგონი ამერიკელი ჯარისკაცის დაყუპვაში სწორედ პროირანულ სამხედრო დაჯგუფებას ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG