Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​შსს-ს თანახმად, პარლამენტთან 9 პირია დაკავებული


​შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 31 დეკემბერს ღამით პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ 9 პირი დააკავა. სამინისტროს განმარტებით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას. დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლის სალომე ბარკერის ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ნოდარ რუხაძე, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, ზური მჟავანაძე და გიროგი მუმლაძე და სხვები.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG