Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე მესმის მერის


მე მესმის მერის!

ახალი წელია,

ლხინის და ზეიმის დრო,

უნდა დავივიწყოთ ყველაფერი,

უნდა ვიხტუნოთ ბედნიერებმა...

მე მესმის მერის!

მორთული ნაძვის ხეების აღმართვის დროა,

არ უნდა დარჩეს ადგილი,

სადაც ნაძვის ხე არ დაიდგმება...

მე მესმის მერის!

ამოთხრილ თვალშიც უნდა ჩავრგოთ ერთი ნაძვის ხე,

შვილმოკლულ მამის გულშიც უნდა ჩავრგოთ ერთი ნაძვის ხე

და მერე მოვრთოთ განათებებით...

მე მესმის მერის!

აქვე დაიდგას უნდა ბატუტი,

რომ ფანჯრებიდან გადმომხტარმა მკვდარმა შვილებმა აქ იხტუნაონ,

ძვლების მსხვრევის ხმამ არ შეგვაწუხოს...

მე მესმის მერის!

უნდა ისმოდეს ყველგან მუსიკა,

გადაიფაროს სიცოცხლით სავსე ქალაქის ხმები...

ახალი წელია,

ლხინის და ზეიმის დრო,

ტყე უნდა გაშენდეს რუსთაველზე

საახალწლო ნაძვების ტევრი,

რომ ეს ზეიმი აღარ დასრულდეს

რომ მთელ წელს გასწვდეს...

მე მესმის მერის,

მისი სურვილის,

ყოველ საღამოს ანთებდეს ხეებს,

ჩვენ ვულოცავდეთ:

მრავალ ახალ წელს, ბატონო მერო,

ხო უფასოა ამაღამ მეტრო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG