Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი - ღირსების მქონე ადამიანი პარლამენტის წინ ატრაქციონებზე შვილს არ მიიყვანს


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ღირსების მქონე ადამიანმა პარლამენტის წინ, კარვების ადგილას მოწყობილ ატრაქციონებზე შვილები არ უნდა მიიყვანოს:

„ყველაფრის მიღმაა ცინიზმის ხარისხი! ყველაფრის მიღმაა სახელმწიფოს და საზოგადოების ასეთი ჩეხვა! არც ერთი ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს არ მოიყვანს ამ ატრაქციონებზე. თავად დასხედით ზედ, ჯამბაზებო, სხვა მაინც არაფრისთვის ვარგიხართ!“ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. მისი შეფასებით, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის შეუძლია, არის „დაყავი, გარყვენი და იბატონე“.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ საბავშვო ატრაქციონები და სავაჭრო დახლები დადგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG