Accessibility links

1 იანვრიდან პენსია 20 ლარით იზრდება


2020 წლიდან პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.

ახალი წლიდან სოციალური პაკეტი იგივე თანხით იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. სულ საქართველოში ასეთი 114 ათასამდე ადამიანია.

2020 წელს ეს სოციალური პაკეტისა და პენსიის ზრდის პირველი ეტაპი იქნება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით სოციალური პაკეტები და პენსია კიდევ ერთხელ გაიზრდება 1 ივლისიდან.

70 წელს ზემოთ ადამიანები, ასევე 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების ფინანსური პაკეტები 30 ლარით გაიზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG