Accessibility links

logo-print logo-print

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა


„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკა 6,4%-ითაა გაზრდილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თანახმად, 2019 წლის 11 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 5, 3 %-ია“.

გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი. კლება დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG