1 იანვრიდან საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112“ - ის მომსახურება ფიზიკური პირებისთვის გაორმაგდა.
დღეიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს ეს სერვისი თვეში 40 თეთრი დაუჯდებათ.
31 დეკემბრამდე 112-ის მომსახურებაში იურიდიული პირები 50, ფიზიკური პირები კი - 20 თეთრს იხდიდნენ. ახლა ეს ტარიფი ყველასთვის გათანაბრდა.
112 24 საათიანი სერვისია, რომელიც იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს მთელი საქართველოდან.
112-ის ცენტრი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს, 8 წლის წინ, გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნა.
დაწერეთ კომენტარი