Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთ-უკრაინის შეთანხმებით ევროპისთვის გაზის მიწოდება 31 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდება


რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას იძლევა, ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირება გაგრძელდეს 31 დეკემბრის შემდეგაც. ხუთი დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტად მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები არის გარიგების დიდი პაკეტი, რომელმაც აღადგინა მხარეების ინტერესთა წონასწორობა, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა.

მოლაპარაკებების დასრულებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ფეისბუკში დაწერა, რომ შეთანხმებების წყალობით უკრაინა ხუთი წლის განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს.

უკრაინის მხრიდან შეთანხმებების პაკეტს ხელი მოაწერეს „ნაფტოჰაზ უკრაინამ“, „უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა“ და უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ, მოსკოვის მხრიდან - „გაზპრომმა“.

„გაზპრომმა“ და „ნაფტოჰაზმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, მხარეები აუქმებენ ერთმანეთის მიმართ ყველა საჩივარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG