Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე ევაკუირებულია ელჩი და საელჩოს პერსონალი


როგორც იტყობინებიან, ერაყში აშშ-ის საელჩოს პერსონალი და ელჩი ევაკუირებულ იქნენ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. პროტესტი გამოიწვია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულმა იერიშმა, რომლის შედეგადაც დაიღუპა ირანის მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული ჯგუფის 25 წევრი.

როიტერსს მოჰყავს ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარო, რომლის თანახმად, ევაკუაცია განხორციელდა მას მერე, რაც განრისხებული დემონსტრანტები 31 დეკემბერს შეიჭრნენ საელჩოს ტერიტორიაზე. ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, რომ საელჩოს ჭიშკარი ჩამოაგდეს და ისმოდა სროლის ხმა, როცა დემონსტრანტები საელჩოს ტერიტორიაზე შევიდნენ.

საელჩოსთან ათასობით ერაყელმა მოიყარა თავი აშშ-ის საჰაერო იერიშის დასაგმობად. 29 დეკემბერს განხორციელებული ამ ოპერაციის დროს დაჯგუფება „ქათაებ ჰიზბულას“ 25 წევრი დაიღუპა. აშშ-მა განაცხადა, რომ მან „წერტილოვანი თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა ხუთი სამიზნის წინააღმდეგ. სამხედრო ოპერაცია პასუხი იყო „ქათაებ ჰიზბულას“ მიერ 27 დეკემბერს განხორციელებულ იერიშზე ერაყის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ, რომელშიც აშშ-ის ჯარები იმყოფებოდნენ. „ქათაებ ჰიზბულა“ უარყოფს ამ თავდასხმაში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG