სლოვაკეთის სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ზოლტან ანდრუსკოს, რომელიც, სასამართლოს თანახმად, ბოროტმოქმედების ორგანიზებაში შუამავლის როლს თამაშობდა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ანდრუსკომ აღიარა დანაშაული, გამოძიებასთან შეთანხმებას მიაღწია და დათანხმდა ამ საქმეში სხვა ბრალდებულთა წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას. ანდრუსკოს გარდა ყველა უარყოფს ბრალდებას. ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე შარშან თებერვალში ბრატისლავის მახლობლად მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. კუციაკი სლოვაკეთში კორუფციის შესახებ მასალებს აქვეყნებდა. ჟურნალისტის მკვლელობამ და მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შესახებ მისი დაუმთავრებელი სტატიის გამოქვეყნებამ მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები გამოიწვია, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა.
სლოვაკეთში პირველი განაჩენი გამოიტანეს ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობასთან დაკავშირებით

დაწერეთ კომენტარი