Accessibility links

logo-print logo-print

დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს ახალ წელს ულოცავს


დავით ზალკალიანი

ევროპის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს ახალ, 2020 წელს ულოცავს

„2019 წელს, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და თავის პრიორიტეტებად ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა და გაძლიერება განსაზღვრა. მტკიცედ გვწამს, რომ 2020 წელს, წევრ სახელმწიფოებთან და ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი პრიორიტეტებისა და საერთო მიზნების მიღწევას.

დაე დამდეგმა წელმა მოგვიტანოს მშვიდობა, პოზიტიური ცვლილებები და კეთილდღეობა!მშვიდობიან და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!“- ნათქვამია ევროპის საბჭოს თავმჯდომარის წერილში.

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ამ მოვალეობას 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG