Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან ძალადობრივი საპროტესტო აქციის დროს ხალხი დაშავდა


ერაყის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს აშშ-ის საელჩოსთან ბაღდადში, ხოლო ტერიტორიიდან დაცვის გუშაგებმა გამაყრუებელი ყუმბარები დაუშინეს ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების მონაწილებს, რომლებიც ერაყსა და სირიაში აშშ-ის საჰაერო თავდასხმების მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ.

აშშ-ის საჰაერო იერიშების დროს მოკლეს ირანის მხარდაჭერით მოქმედი სამხედრო დაჯგუფების 25 წევრი. Reuters-ის თანახმად, თავდაცვითი ზომების შედეგად დაშავდა გასამხედროებული ჯგუფის 12 წევრი, ისინი მონაწილეობას იღებდნენ დემონსტრაციაში, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი დაადანაშაულა.

იტყობინებოდნენ, რომ ერაყში აშშ-ის საელჩოს პერსონალი და ელჩი ევაკუირებულ იქნენ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

როიტერსს მოჰყავს ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარო, რომლის თანახმად, ევაკუაცია განხორციელდა მას მერე, რაც განრისხებული დემონსტრანტები 31 დეკემბერს საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, რომ საელჩოს ჭიშკარი ჩამოაგდეს და ისმოდა სროლის ხმა, როცა დემონსტრანტები საელჩოს ტერიტორიაზე შევიდნენ.

დონალდ ტრამპმა 31 დეკემბერს განაცხადა, რომ ირანმა მოკლა ამერიკელი კონტრაქტორი და ბევრი დაჭრა. ჩვენ მკაცრი პასუხი გავეცით და ასე გავაკეთებთ ყოველთვის. ახლა ირანმა მოაწყო თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე ბაღდადში. მთელი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ტრამპმა დასძინა: „მოველით, რომ ერაყი ძალას გამოიყენებს საელჩოს დასაცავად“.

აშშ-ის შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 31 დეკემბერს ტელეფონით დაურეკა ერაყის პრემიერ-მინისტრს, ადილ აბდულ-მაჰდის და პრეზიდენტს, ბარჰამ სალიჰს და გააფრთხილა ისინი, რომ აშშ თავის ხალხს დაიცავს", იტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტი.

საელჩოსთან ათასობით ერაყელმა მოიყარა თავი აშშ-ის საჰაერო იერიშის დასაგმობად. 29 დეკემბერს განხორციელებული ამ ოპერაციის დროს დაჯგუფება „ქათაებ ჰიზბულას“ 25 წევრი დაიღუპა. აშშ-მა განაცხადა, რომ მან „წერტილოვანი თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა ხუთი სამიზნის წინააღმდეგ. სამხედრო ოპერაცია პასუხი იყო „ქათაებ ჰიზბულას“ მიერ 27 დეკემბერს განხორციელებულ იერიშზე ერაყის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ, რომელშიც აშშ-ის ჯარები იმყოფებოდნენ. „ქათაებ ჰიზბულა“ ამ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG