Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთში მოკლეს პაკისტანის თალიბანის მეთაური


პაკისტანის თალიბანის, „თეჰრიქ-ე-თალიბან პაკისტანის“ სახელით ცნობილი დაჯგუფების მნიშვნელოვანი მეთაური იქნა მოკლული ავღანეთის სამხრეთში, ლტოლვითა ბანაკში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს აცნობეს პაკისტანის უშიშროების ძალებმა და თემის უხუცესებმა.

სამხრეთ ვაზირისტანის უშიშროების სამსახურის ოფიცერმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, განაცხადა, რომ ყარი საიფულა მეჰსუდი მოკლეს მის საცხოვრებელში, ლტოლვითა ბანაკში, 28-29 დეკემბრის ღამით.

ბანაკის უხუცესმა, დაუდ მეჰსუდმა უთხრა ჩვენს რადიოს 30 დეკემბერს, რომ „თეჰრიქ-ე-თალიბან პაკისტანის“ მეთაურს „სტუმრობდა“ ორი პირი რამდენიმე დღით, სანამ ისინი მეთაურს მოკლავდნენ და გაიქცეოდნენ. რეგიონის პოლიციის წარმომადგენელმა, ჰაიდარ ადილმა დაადასტურა მკვლელობა, მაგრამ მსხვერპლის ვინაობა არ დაუსახელებია. მისი თქმით, აღიძრა „სისხლის სამართლის“ საქმე.

მეჰსუდი პაკისტანიდან გაიქცა არმიის იერიშის დროს 2014 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG