Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი რუსეთის გაზს თურქეთის გზით მიიღებს


ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, ტემენუჟკა პეტკოვა
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, ტემენუჟკა პეტკოვა

ბულგარეთმა გამოაცხადა, რომ პირველი იანვრიდან რუსეთიდან გაზი მიეწოდება თურქეთის გავლით, TurkStream-ის მილსადენის გზით. სოფია აცხადებს, რომ ის ამგვარად დაზოგავს ათეულ მილიონობით ევროს, რის გადახდაც უწევს ბუნებრივი აირის უკრაინისა და რუმინეთის გავლით გადაქაჩვისას.

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის, ტემენუჟკა ტეპკოვას თქმით, ეკონომიკური ეფექტი და უკეთესი პირობები მომხმარებლისთვის არის მიზეზი ამ ნაბიჯისა, რისთვისაც საჭირო გახდა ბულგარეთის ქსელსა და TurkStream-ის მილსადენის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის შეერთება თურქეთის საზღვართან.

„რუსეთიდან გაზის შემოსვლის ადგილს“ ვცვლით, განაცხადა პეტკოვამ. ბულგარეთი თითქმის მთლიანად რუსეთის გაზზეა დამოკიდებული. წლიურად ის 3 მილიარდ კუბურ მეტრს აირს მოიხმარს. ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყდა რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოების პერიოდში, 2009 წელს, რის გამოც სოფიამ ახალი მილსადენების მოძიება დააჩქარა. TurkStream-ის ორმაგი მილსადენის გავლით, რომელიც ნაწილობრივ უკრაინისთვის გზის ავლის მიზნით გაიყვანეს, წლიურად 2,9 მილიარდი კუბიკური ბუნებრივი აირი გადაიქაჩება და მისი გზით, გაზს, თავდაპირველად მიიღებს თურქეთი, ხოლო მეორე მილსადენით - სერბია და უნგრეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG