Accessibility links

logo-print logo-print

პატრიარქმა შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს და პუტინს მიმართა: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას მიულოცა 2020 - ახალი წელი.

„დღეს ჩვენ ვუსურვებთ, ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ჩვენზეა დამოკიდებული", განაცხადა პატრიარქმა: „მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. ილია მეორის თქვით, უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ „უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა“, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა, ილია მეორემ თავის საახალწლო მილოცვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG