Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: 2020 წელი იმედის და გამარჯვების წელი იქნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საახალწლო მიმართვაში ბედნიერება და წარმატებები უსურვა "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს სამშობლოს".

„ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას!“, განაცხადა გახარიამ.

მან გასაკუთრებით მიულოცა 2020 წლის დადგომა სამხედროებს უცხოეთში მყოფ ქართველებს.

„განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ. ასევე, თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს“, წაიკითხავთ პრემიერის საახალწლო მილოცვაში, რომელშიც ასევე წერია,“ რომ „ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის".

"საქართველო ისტორიულად იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ, ჩვენი ტრადიციებით, მიზანდასახულობით, თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვით და ერის გონიერებით - ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უნიკალური კულტურული იდენტობა“, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც რწმენას გამოთქვამს, რომ „2020 წელი იქნება წარმატებული - საქართველო, თავისი ტრადიციებით და უნიკალური კულტურული იდენტობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ აუცილებლად დავიმკვიდრებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპაში“, წაიკითხავთ პრემიერ-მინისტრის საახალწლო მიმართვაში, რომელშიც გიორგი გახარია გამოთქვამს სურვილს, რომ „სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა“ არ მოჰკლებოდეს საქართველოს!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG