Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ჩინეთი ხელს მოაწერენ სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის თაობაზე შეთანხმებას


აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და სი ძინპინი დიდი ოცეულის შეხვედრაზე იაპონიაში. 2019 წ. 29 ივნისი.
აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და სი ძინპინი დიდი ოცეულის შეხვედრაზე იაპონიაში. 2019 წ. 29 ივნისი.

აშშ 15 იანვარს ჩინეთთან ხელს მოაწერს სავაჭრო გარიგების პირველი ფაზის თაობაზე შეთანხმებას. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების მეორე ფაზის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მალე დაიწყება და ამისთვის ის პეკინში გაემგზავრება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მაშინ ტრამპმა გაზარდა ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადები. ჩინეთის ხელისუფლებამ სარკისებურად უპასუხა ამ ზომებს. 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეძლეს გარიგების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება. პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მხარე აშშ-ისგან სასოფლო-სამეურნეო და სხვა საქონლის მასობრივ შესყიდვას დათანხმდა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა და პეკინმა უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ ახალი გადასახადების შემოღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG