Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან იკრძალება სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა


დღეიდან იკრძალება სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, აღნიშული რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება, ასევე შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით - 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG