Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა თავის საახალწლო გზავნილში დაგმო ძალადობა ქალების მიმართ


რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი წლის დადგომის შემდეგ თავის პირველ გზავნილში დაგმო ძალადობა ქალების მიმართ და თქვა, რომ ეს ღვთის შეურაცხყოფას უტოლდება.

ვატიკანში, პეტრეს ტაძარში თავისი ქადაგების დროს პირველ იანვარს პაპმა განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს ქალის სხეულის ექსპლუატაცია რეკლამისთვის, მოგების სანახავად და პორნოგრაფიისთვის გამოყენება.

პაპმა ასევე თქვა, რომ ქალებს, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ საკუთარი შვილების უზრუნველსაყოფად, პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და არა ზიზღით.

მედიამ გაავრცელა წმინდე პეტრეს მოედანზე მორწმუნეებთან პაპის მისალმების ვიდეო ჩანაწერი. ფრანცისკემ ჩამოუარა შეკრებილებს და მისალმება როცა დაასრულა, მას ხელი ჩასჭიდა და არ გაუშვა უცნობმა ქალმა, რომელსაც პაპმა ხელზე ხელი დაარტყა და გაითავისუფლა თავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG