Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 იანვრიდან ევროკავშირის საბჭოსა და ეუთოში შეიცვალა თავმჯდომარე ქვეყნები


1 იანვრიდან ევროკავშირის საბჭოსა და ეუთოში შეიცვალა თავმჯდომარე ქვეყნები. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის წესით გადაიბარა ხორვატიამ. ის ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ამ ორგანოს. როგორც იტყობინებიან, ზაგრებს გადაწყვეტილი აქვს, ეს დრო დაუთმოს დემოგრაფიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ევროკავშირის გაფართოების პრობლემებს. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გერმანია გახდება.

ეუთოს თავმჯდომარეობა სლოვაკეთისგან გადაიბარა ალბანეთმა. თავმჯდომარის პოსტი დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედი რამამ. მან განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ პრობლემად რჩება კრიზისი უკრაინაში. რამამ პირობა დადო, რომ მისი ყურადღების ცენტრში იქნება ქალთა მიმართ ძალადობა და კორუფცია. მანდატი ერთი წელი მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG