Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელეარხებმა დამალეს Like-ების მრიცხველი პუტინის საახალწლო მიმართვის ქვეშ


რუსეთის „პირველმა არხმა“ და „როსია 24“-მა YouTube-ზე თავიანთ გვერდებზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საახალწლო მიმართვის ქვეშ დამალეს „მოწონებისა“ და „არმოწონების“ მრიცხველი. ვიდეოჩანაწერების ქვეშ გათიშულია კომენტარების ფუნქცია.

როგორც რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ აღნიშნავს, 1 იანვარს, მოსკოვის დროით 13 საათისთვის, როცა მრიცხველები ჯერ არ იყო გამორთული, „პირველი არხის“ გვერდზე პუტინის მიმართვის ქვეშ იყო 66 ათასი „არმოწონება“ და 12 ათასი „მოწონება“.

კიდევ ერთმა ფედერალურმა ტელეარხმა, ენტევემ პუტინის მიმართვის ქვეშ მრიცხველი დატოვა. შუადღისთვის ენტევეს გვერდზე აღნიშნული იყო 17 ათასი „არმოწონება“ და 4,5 ათასი „მოწონება“.

19 დეკემბერს პუტინის დიდი პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერმა, რომელიც „როსია 24“-ის YouTube-ის გვერდზე განთავსდა, 51 ათასი „არმოწონება“ და 15 ათასი „მოწონება“ მოაგროვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG