Accessibility links

logo-print logo-print

ყირიმის სკოლებში იზღუდება სწავლება უკრაინულ და ყირიმელი თათრების ენებზე


ესკანდერ ბარიევი

ბოლო დარჩენილ უკრაინულ სკოლაში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სწავლება აღარ ხდება უკრაინულ ენაზე, უთხრა რადიო თავისუფლებას ყირიმელ თათართა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ესკენდერ ბარიევმა პირველ იანვარს.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნახევარკუნძულზე ჯარების შეყვანამდე - უკრაინის ამ ტერიტორიის ანექსიამდე 2014 წელს, ნახევარკუნძულზე მუშაობდა შვიდი უკრაინული სკოლა. დღეს ერთადერთი უკრაინული სკოლა ანექსიიდან ხუთი წლის შემდეგ ქაღალდზე რეგისტრირებულია სანაპირო ქალაქ ფეოდოსიაში.

მაგრამ, „იქ მცხოვრებთა თანახმად, ეს არაა სიმართლე, რადგან უკრაინულს იმ სკოლაში არავინ ასწავლის“, ამბობს ბარიევი.

კონსტიტუციით, რომელიც ყირიმზე გაავრცელა რუსეთმა, ნახევარკუნძულზე მოქმედებს სამი ოფიციალური ენა: ყირიმელ თათართა, უკრაინული და რუსული. ნახევარკუნძულის განათლების უწყების თანახმად, 200700 მოსწავლიდან ყირიმელ თათართა ენაზე 2018-2019 წლებში სწავლობდა 3,1 პროცენტი. ბარიევის თქმით, ანექსიის შემდეგ სტატუსი შეუცვალეს ყირიმელი თათრების ენაზე მომუშავე 16 სკოლას. შვიდ სკოლაში ყირიმელი თათრების ენაზე სწავლა გრძელდება. ხუთი სკოლა ორენოვანი - თათრულ - რუსული გახდა, ხოლო ოთხი სხვა სასწავლებელი გადაკეთდა „ზოგად საგანმანათლებლო“ სკოლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG