Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტს იმუნიტეტი სთხოვა სისხლის სამართლის სამ საქმეში


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პარლამენტს მიმართავს თხოვნით, მიანიჭოს მას იმუნიტეტი სისხლის სამართლის სამ საქმეში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის გამო. ამან შეიძლება რამდენიმე თვით შეაჩეროს მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი. ისრაელის პრემიერმა თხოვნის შესახებ განცხადება გააკეთა საამისოდ მოქმედი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე.

ნოემბერში პროკურატურამ ნეთანიაჰუს ბრალი დასდო მექრთამეობაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში. გამომძიებელთა ვერსიით, პრემიერ-მინისტრმა ასობით მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო შეღავათები მისცა ისრაელის მედიამენეჯერებს საჩუქრებისა და მისი მოღვაწეობის ლოიალური გაშუქების სანაცვლოდ. ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG