Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტია კოალიციის თაობაზე მოელაპარაკა მწვანეთა პარტიას


ავსტრიის მწვანეთა პარტიისა და ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერები, ვერნერ კოგლერი და სებასტიან კურცი (მარცხნივ).
ავსტრიის მწვანეთა პარტიისა და ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერები, ვერნერ კოგლერი და სებასტიან კურცი (მარცხნივ).

ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტია, რომელსაც სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს, კოალიციის თაობაზე მოელაპარაკა „მწვანეთა“ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას. ეს ნიშნავს, რომ კურცს კვლავ შეეძლება ფედერალური კანცლერის თანამდებობის დაკავება, ავსტრიის მთავრობაში კი მემარცხენე პარტია გაჩნდება. ორი პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებს ასევე უთხრეს, რომ შეიმუშავეს მთავრობის მუშაობის ერთობლივი პროგრამა. მანამდე კურცის პარტია ულტრამემარჯვენეებთან კოალიციაში მართავდა ქვეყანას. მაისში პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა. ამის მიზეზი იყო ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერის, ჰანს-ქრისტიან შტრახესა და რუსულენოვან ქალს შორის საუბრის ვიდეოჩანაწერი. ქალმა თავი წარმოადგინა რუსი ოლიგარქის ნათესავად. პოლიტიკოსი მასთან განიხილავდა თავისი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარულად დაფინანსების შესაძლებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG