Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას ქირურგიული ოპერაცია აღარ სჭირდება


ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ სჭირდება, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა. მისი თქმით, საქართველოში ცოტნე გამსახურდიასთვის ჩატარებული ოპერაციები და მკურნალობა თურქეთში ამერიკულ კლინიკაში დადებითად შეფასდა:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეც მივდივარ ახლა თურქეთში. გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება, არანაირი ოპერაცია საჭირო არ არის. ოპერაციები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ძალიან კარგად შეაფასეს, არც მკურნალობაზე არ ყოფილა რაიმე პრეტენზიები გამოთქმული. მკურნალობას განაგრძობენ, იმედი არის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სტამბოლის ამერიკულ კლინიკაში 31 დეკემბერს გადაიყვანეს. მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, საქართველოში იმყოფებოდნენ თურქი ექიმები, რომლებმაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასების შემდეგ მიიღეს მისი თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე, ჩხუბის დროს დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG