Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა


საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც საახალწლო ატრაქციონებია მოწყობილი, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და ადგილზე მყოფი პოლიცია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

როგორც „შეცვალეს“ წარმომადგენელმა, ოთო შენგელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი პარლამენტთან მივიდნენ იმისათვის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ასევე გარემოვაჭრეებისათვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ. იქ მისული მშობლებისთვის კი შეეხსენებინათ, რა მოხდა რუსთაველზე 20-21 ივნისს:

„ჩვენ მოვედით პლაკატებით, რათა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა აქ მოსული მშობლებისთვის, რომ ამ ადგილას ადამიანებს თვალები დათხარეს და მათთვის ეს პლაკატები გვეჩვენებინა. ასევე გვურდა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს და მერე კარვები წაართვეს, და გარემოვაჭრეებისთვის, ვინც აიძულეს, რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად ამ ტერიტორიაზე ივაჭრონ. ჩვენ უბრალოდ ვიდექით პლაკატებით და პოლიციამ კი ცირკი მოაწყო“, - განაცხადა ოთო შენგელიამ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პოლიციამ დააკავა ადგილზე მყოფი ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

პოლიციას ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი, თუ რატომ დააკავეს ჩხარტიშვილი.

პარლამენტთან ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG