Accessibility links

პურის საცხობში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში ნახეს


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, პურის საცხობში, წინასწარი ინფორმაციით, მამა-შვილი ბუნებრივი აირით მოიწამლა. ამჟამად ისინი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" იმყოფებიან. ექიმების თქმით, 60 და 35 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თონეში მომუშავე მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში 3 იანვარს, დილით ნახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG