Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი წულაია 1000 ლარით დაჯარიმდა


გოგი წულაია
გოგი წულაია

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ქალაქის ისტორიულ ზონაში, მწვანე ნარგავებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახულებით ფოტოების ჩამოკიდების გამო.

გოგი წულაიამ სასამართლო პროცესი, რომელიც 3 იანვარს გაიმართა, პროტესტის ნიშნად დატოვა. მან განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ხელისუფლება უკვე აგონიაშია, სისულელეს სისულელეებზე ამატებს და ამით აახლოებს თავის დასასრულს“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

11 დეკემბერს „გაბედეს“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და ხელნაკეთი „ბიძინას სათამაშოების“ ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს. მათ ამის უფლება არ მისცეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა.

საბოლოოდ, აქტივისტებმა ფოტოები მწვანე ნარგავებზე დაკიდეს. პერფორმანსს შეუერთდა გოგი წულაიაც.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „გაბედეს“ აქტივისტი გაგი ახალაძე 30 დეკემბრის განჩინებით ასევე 1000 ლარით დააჯარიმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG